Friday, 5 May 2017

არაბული ენის გაკვეთილი - N 4





*      პირის ნაცვალსახელები არაბულ ენაში

მხოლობით რიცხვში >
هو  - [ ჰუა ]  ის      (მამრობითი სქესი )
  هي- [ ჰია ] ის   (მდედრობითი სქესი )
  أنت- [ანთა] შენ   ( მამრობითი სქესი )
  أنت- [ანთი] შენ   ( მდედრობითი სქესი)
  أنا- [ანა] -  მე

მრავლობით რიცხვში >
هم[ჰუმ]  ისინი  ( მმ )
 هنَّ- [ ჰუნნა ] ისინი  (მდ)
 أنتم- [ ანთუმ ]  თქვენ (მმ)
 أنتنَ- [ანთუნნა ] თქვენ  (მდ )
 نحن- [ ნაჰნუ ] ჩვენ

*    ციფრები

١  - 1
٢  - 2
٣  - 3
 ٤ - 4
٥  - 5
٦  - 6
٧  - 7
٨  - 8
٩  - 9
 ٠ – 0

Ø  ბრუნვა არაბულ ენაში
( მხოლობით რიცხვში )

არაბულ ენაში გვაქვს სამი ბრუნვა : სახელობითი; მიცემითი (ბრალდებითი); ნათესაობითი .  მამრობით სახელებს განუსაზღვრელ მდგომარეობაში მიცემითში თან ერთვის „დაცვის ალიფი“- ესაა გრაფიკული ალიფი, რომელიც იწერება და არ იკითხება. როდესაც სიტყვა განისაზღვრება „ალ“ არტიკლით სიტყვას შორდება „თენვინი“ – (ნ).

მაგალითები :
მამრობითი განუსაზღვრელი > (წიგნი)

 სახელობითი - كتابٌ  - [ ქითაბ- უნ ]
   მიცემითი     - كتاباً     - [ ქითაბ- ან ]
ნათესაობითი - كتابٍ  - [ ქითაბ- ინ ]

მამრობითი განსაზღვრული >

სახელობითი  - ألكتابُ[ ალ ქითაბ- ]
მიცემითი        - ألكتابَ[ ალ ქითაბ- ]
ნათესაობითი - ألكتابِ[ ალ ქითაბ- ]


მდედრობითი განუსაზღვრელი > ( ჩანთა )

სახელობითი - شنطةٌ – [ შანტათ- უნ ]
მიცემითი       - شنطةً – [ შანტათ- ან ]
ნათესაობითი-  شنطةٍ - [ შანტათ- ინ ]

მდედრობითი განსაზღვრული >

სახელობითი - الشّنطةُ – [ აშშანტათ- ]
მიცემითი       - الشّنطةَ – [ აშშანტათ- ]
ნათესაობითი- الشّنطةِ – [ აშშანტათ- ]
o   რიცხვი არაბულ ენაში

               არაბულ ენაში გვაქვს სამი რიცხბი: მხოლობით , მრავლობითი , ორობითი. აქედან მხოლობითი რიცხვები წარმოდგენილი გვაქვს ორი სახით : სწორი და მსხვრეული მრავლობითით.
              სწორი მრავლობითი იწარმოება სიტყვაზე სუფიქსის დამატებით, ხოლო მსხვრეული მრავლობითი იწარმოება შინაგანი „ფლექსის“ მეშვეობით ( ხმოვნების მონაცვლეობა სიტყვის შიგნით ) .
            არსებობს მსხვრეული მრავლობითის 40-მდე ფორმა, რომლებიც მითითებული და ნაჩვენებია ლექსიკონებში - სახელის მხოლობითი ფორმის გვერდით.

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ მაგალითები.

1 . ვაბრუნოთ მხოლობით რიცხვში მდგარი და მამრობით სქესში მყოფი  სიტყვა  -მასწავლებელი:

სახელობითი - مُعَلِّمٌ  - [ მუჸალლიმ- უნ ]
                                                                                             მიცემითი      - مُعَلِّمًا  - [ მუჸალლიმ- ან ]
                                                                                           ნათესაობითი - مُعَلِّمٍ  - [ მუჸალლიმ- ინ ]

2. ეს მაგალითი ვაბრუნოთ ისევ ოღონდ ახლა იქნება მრავლობით რიცხვში მდგარი.

 სახელობითი  - معلمونَ - [ მუჸალლიმ-უნა---- + ون
  მიცემითი        - معلمينَ - [ მუჸალლიმ-ინა ] ---- +ين
 ნათესაობითი - معلمينَ  - [ მუჸალლიმ- ინა ] ---- + ين






ვაბრუნოთ სიტყვა მასწავლებელი მხოლობით რიცხვსა და  მდედრობით სქესში მდგომი .
სახელობით    - معلمةٌ – [ მუჸალლიმათ- უნ ]
მიცემითი        - معلمةً - [ მუჸალლიმათ -ან ]
ნათესაობითი - معلمةٍ [ მუჸალლიმათ- ინ ]

მრავლობითში >
სახელობითი  -  معلماتٌ – [ მუჸალლი- მათ - უნ ]
მიცემითი        - معلماتٍ[ მუჸალლი-მათ- ინ ]
ნათესაობითი - معلماتٍ  - [ მუჸალლი-მათ- ინ ]

გამოვიდა რომ მამრობითის დაბოლოებები მრავლობითში არის :  „უნა“ ,  „ინა“ , „ინა“
ხოლო მდედრობითის არის >  „ ათ-უნ“ ,  „ათ-ინ“ ,  „ათ-ინ“