Wednesday, 22 March 2017

არაბული ენის გაკვეთილი - N 2


·         თანხმოვნების გადაბმის სტილი

არაბულ ენაში რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია ასოების სწორი გადაბმები.  წინა გაკვეთილში აღვნიშნე, რომ არაბული ანბანის თითოეულ თანხმოვანს სიტყვებში მდებარეობის მიხედვით აქვს განსხვავებული პოზიცია. 22 თანხმოვანს 4 პოზიცია, ხოლო 6 თანხმოვანს ორი პოზიცია.
დავიწყოთ  იმ 6 თანხმოვნისგან, რომელთაც აქვთ ორი პოზიცია და ესენი არიან : ალიფ (ا ) , დალ (د) , ალ (ذ) , რა (ر) ,ზა (ز) და ვავ (و).  რადგან არაბული ენა იწერება მარჯვნიდან მარცხნივ , ჩამოთვლილი თანხმოვნები  მარცხნიდან არ გადაიბამენ სხვა თანხმოვანს

მაგ : باب - ბააბ (bāb  )>  ნიშნავს კარს . ნათლად ჩანს ,რომ ასო  „ალიფმა“ არ გადაიბა მომდევნო ასო „ბ“ .
جدة - ჯადდა .(Jadda )> ნიშნავს ბებიას. ასო „დალ“-მა არ გადაიბა მომდევნო ასო .
هذا - ჰა   haźā> ნიშნავს - ეს . ასო „ალ“-მა არ გადაიბა მომდევნო ასლო .
رجل  -  რაჯულ >  ნიშნავს კაცს . თუ შევხედავთ დავინახავთ რომ  ასო „რ“-მ  მომდევნო ასო არ გადაიბა .
إنجليزية -ინჯლიზია  (injlīzia)> ნიშნავს ინგლისურს. აზო „ზა“-მ არ გადაიბა მომდევნო ასო .
واحد - ვააჰიდ (vāhid) ნიშნავს ერთს . პირველმა ასომ „ვავ“-მა არ გადაიბა მომდევნო ასო.
ეს ექვის ასო იყო გამონაკლისი, ხოლო დანარჩენი 22 თანხმოვანი გადაიბმის ჩვეულებრივ თავიანთი პოზიციების მიხედვით.
მაგ:  بيت - ბაით bait ნიშნავს სახლს. პირველი ასო არის „ბ“ . მას მოსდევს ასო „ი“, რომელიც წარმოდგენილია შუაში მდგომი პოზიციით , რადგან ის მართლაც ორ ასოს შუაშია მოქცეული, ხოლო ბოლოში მდგომი ასო არის „ თ“ და დაიწერა ამ თანხმოვნის ბოლოში მდოგმი პოზიცია, რადგან ის სიტყვის ბოლოში დგას და არა თავში, შუაში ან ცალკე მდგომი.
فيلم - ფილმ  fīlm> ნიშნავს ფილმს . როგორც ვხედავთ აქ ყველა ასო გადაება ერთმანეთს, რადგან აქ არ გვაქვს ის გამონაკლისი თანხმოვნები, რომლებიც არ გადაიბამს სხვა თანხმოვანს.  ასო „ფ“ დაიწერა საწყისი პოზიცისს მიხედვით , რადგან სიტყვის თავში დგას, ასო „ი „ და ასო  „ლ“ დაიწერა შუაში მდგომი პოზიციით, რადგან ეს ორივე ასო სიტყვის შუაში მოხვდა , ხოლო ასო „მ“ დაიწერა ბოლოში მდგომი , რადგან სიტყვის ბოლოში დგას და არა სხვაგან. ის რომ ყოპილიყო სიტყვის სხვა ნაწილში დაიწერებოდა შესაბამის პოზიციაში.
طالب - ტაალიბ > tālib ნიშნავს სტუდენტს  (მმ.სქესი) . პირველ იასო „ტ“ დაიწერა საწყის პოზიციაზე და მან გადაიბა ასო „ალიფი“.  ასო „ალიფმა“  არ გადაიბა მომდევნო ასო „ ლ“ , რადგან როგორც ვთქვით ეს ასო არ გადაიბამს მომდევნო ასოს. 


·         ხმოვნები არაბულ ენაში

არაბულ ენაში გვაქვს 3 ხმოვანი : ა , ი, უ. თითოეული მათგანი შეიძლება იყოს გრძელი ხმოვანი ან მოკლე ხმოვანი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 3  გრძელი და 3 მოკლე ხმოვანი. რა თქმა უნდა გახმოვანებული ტექსტის წაკითხვა ბევრად მარტივია.


მოკლე ხმოვნები :
 ა - მას არაბულად ჰქვია „ფათჰა“ და იწერება თანხმოვნის  თავზე. რა თქმა უნდა იკითხბეა თანხმოვნის წაკითხვის შემდეგ.
მაგალითად : مَن - )მან )ნიშნავს > ვინ < . და როგორც ვხედავთ ხმოვანი „ა“ დაიწერა თანხმოვნის ზემოთ და იკითხება ჯერ თანხმოვანი მერე ხმოვანი, მერე თანხმოვანი მერე ხმოვანი და ა.შ

 ი -  ხმოვანი იწერება თანხმოვნის დაბლა ( ქვეშ)  და ამ ხმოვანს არაბულად ეწოდება „ქესრა“ . იკითხება თანხმოვნის შემდეგ.
მაგალითად :

უ- ხმოვანი იწერება ასევე თანხმოვნის მაღლა და მას არაბულად ეწოდება „დამმა“ .  იკითხება თანხმოვნის წაკითხვის შემდეგ.

გრძელი ხმოვნები :
 თუ თანხმოვანს  აქვს ქესრა (ანუ „ ი “ხმოვანი )  და მას მოსდევს   „იოტი“ , მაშინ ხმოვანი გრძლედება და გვექნება გრძელი „ი“
მაგ :   بِي - ბიი.(bī )

თუ თანხმოვანს აქვს დამმა ( ანუ „უ“ ხმოვანი) და მას მოსდევს  و  „ვავ“ , მაშინ ხმოვანი გრძელდება და გვექნება გრძელი „უ“
მაგ :  توُ - თუუ   Tū

თუ  თანხმოვანს აქვს ფათჰა ( ანუ „ა“ ხმოვანი) და მას მოსდევს  ا „ალიფ“ , მაშინ ხმოვანი გრძელდება და გვექნება გრძელი „ა“.

მაგ : بَاب - ბააბ .

Bāb

·        სუქუნი
თანხმოვნის უხმოვნობა აღინიშნება სპეციალური ნიშნით თანხმოვნის თავზე, ანუ სუქუნი იწერება თანხმოვნის ზემოთ, რაც ნიშნავს რომ ამ კონკრეტულ თანხმოვანს არ აქვს ხმოვანი .
მაგ : نَحْنُ როგორც ხედავთ პირველ თანხმოვან „ნ“-ს  აქვს ხმოვანი „ა“ , ეს ხმოვანი კი  წერია თანხმოვნის ზემოთ.  პირველს ვკითხულობთ თანხმოვანს , შემდეგ ხმოვანს. მეორე თანხმოვან „ჰ“(ემფატიკური ანუ მაგარი ჰ )-ს არ აქვს ხმოვანი , და აწერია სუქუნი .ბოლო თანხმოვან „ნ“-ს ამ შემთხვევაში აქვს ხმოვანი „უ“  და წერია მის ზემოთ. ამიტომ წაიკითხება ასე > ნაჰნუ . რადგან ასო „ჰ“- ს არ აქვს ხმოვანი და წერია სუქუნი , თითქოს ერთგვარი შესვენება კეთდება  მისი წარმოთქმის დროს და გადავდივართ შემდეგი თანხმოვნისა და ხმოვნის კითხვაზე.

მაგ: هُمْ - როგორვ ხედავთ პირველ ასოს „ჰ“-ს აქვს თავისი ხმოვანი „უ“ , ხოლო შემდეგ ასო „მ“-ს აწერია სუქუნი . ამიტომ წაიკითხება ასე >  ჰუმ - ისინი.


Sunday, 12 March 2017

არაბული ენის გაკვეთილი - N 1

არაბული ენა - ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობის ენა, რომელიც მიეკუთვნება აფრაზიული ოჯახის სემიტური ჯგუფების ენებს. ეს არის მუსლიმანთა საერთაშორისო საკულტო ენა . არაბული ენა მოიცავს მრავალ დიალექტს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
მაგ. შამის დიალექტი გავრცელებულია : სირია, ლიბანი, იორდანია, ერაყი, ეგვიპტესა და პალესტინაში.

მაღრიბული გავრცელებულია მაროკოში, ალჟირსა და ლიბიაში.

ხალიჯური დიალექტი გავრცელებულია : საუდის არაბეთში, იემენში, გაერთიანებული საემიროებში, ომანის სასულთნოში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში.
ასევე არის კლასიკური არაბული - ფუსჰა, რომელიც არის სალიტერატურო.

არაბული ანბანი - ანბანი შედგება 28 თანხმოვნისგან , ასევე 3 მოკლე და გრძელი ხმოვნსგან. თითოეულ თანხმოვანს სიტყვაში მდებარეობის მიხედვით აქვს განსხვავებული  პოზიცია.  28 თანხმოვნიდან 22 მათგანს აქვს 4 პოზიცია, ხოლო დანარჩენ 6-ს მხოლოდ ორი პოზიცია. არაბული იწერება მარჯვნიდან-მარცხნივ. ასოთა გადაბმაც ხდება მარჯვნიდან-მარცხნივ. ასევე იწერება მხოლოდ თანხმოვნები. გახმოვანებულია მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელოები და ყურანი. არაბულ ენაში არ ხდება სიტყვის გადატანა.