·
თანხმოვნების
გადაბმის სტილი
არაბულ ენაში რა
თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია ასოების სწორი გადაბმები. წინა გაკვეთილში აღვნიშნე, რომ არაბული ანბანის
თითოეულ თანხმოვანს სიტყვებში მდებარეობის მიხედვით აქვს განსხვავებული პოზიცია. 22
თანხმოვანს 4 პოზიცია, ხოლო 6 თანხმოვანს ორი პოზიცია.
დავიწყოთ იმ 6 თანხმოვნისგან, რომელთაც აქვთ ორი პოზიცია
და ესენი არიან : ალიფ (ا ) , დალ (د) , ზალ (ذ) , რა
(ر) ,ზა (ز) და ვავ (و). რადგან არაბული ენა იწერება მარჯვნიდან მარცხნივ ,
ჩამოთვლილი თანხმოვნები მარცხნიდან არ
გადაიბამენ სხვა თანხმოვანს
მაგ :
باب - ბააბ (bāb )> ნიშნავს კარს . ნათლად ჩანს ,რომ ასო „ალიფმა“ არ გადაიბა მომდევნო ასო „ბ“ .
جدة - ჯადდა .(Jadda )> ნიშნავს ბებიას. ასო
„დალ“-მა არ გადაიბა მომდევნო ასო .
هذا - ჰაზა haźā>
ნიშნავს - ეს . ასო „ზალ“-მა არ გადაიბა მომდევნო ასლო .
رجل - რაჯულ >
ნიშნავს კაცს . თუ შევხედავთ დავინახავთ რომ ასო „რ“-მ
მომდევნო ასო არ გადაიბა .
إنجليزية -ინჯლიზია
(injlīzia)> ნიშნავს ინგლისურს. აზო „ზა“-მ არ გადაიბა მომდევნო ასო .
واحد - ვააჰიდ (vāhid) ნიშნავს ერთს . პირველმა ასომ
„ვავ“-მა არ გადაიბა მომდევნო ასო.
ეს ექვის ასო იყო
გამონაკლისი, ხოლო დანარჩენი 22 თანხმოვანი გადაიბმის ჩვეულებრივ თავიანთი
პოზიციების მიხედვით.
მაგ: بيت - ბაით bait
ნიშნავს სახლს. პირველი ასო არის „ბ“ . მას მოსდევს ასო „ი“, რომელიც
წარმოდგენილია შუაში მდგომი პოზიციით , რადგან ის მართლაც ორ ასოს შუაშია
მოქცეული, ხოლო ბოლოში მდგომი ასო არის „ თ“ და დაიწერა ამ თანხმოვნის ბოლოში
მდოგმი პოზიცია, რადგან ის სიტყვის ბოლოში დგას და არა თავში, შუაში ან ცალკე
მდგომი.
فيلم - ფილმ
fīlm> ნიშნავს ფილმს . როგორც ვხედავთ აქ ყველა ასო გადაება ერთმანეთს,
რადგან აქ არ გვაქვს ის გამონაკლისი თანხმოვნები, რომლებიც არ გადაიბამს სხვა
თანხმოვანს. ასო „ფ“ დაიწერა საწყისი
პოზიცისს მიხედვით , რადგან სიტყვის თავში დგას, ასო „ი „ და ასო „ლ“ დაიწერა შუაში მდგომი პოზიციით, რადგან ეს
ორივე ასო სიტყვის შუაში მოხვდა , ხოლო ასო „მ“ დაიწერა ბოლოში მდგომი , რადგან
სიტყვის ბოლოში დგას და არა სხვაგან. ის რომ ყოპილიყო სიტყვის სხვა ნაწილში
დაიწერებოდა შესაბამის პოზიციაში.
طالب - ტაალიბ > tālib ნიშნავს სტუდენტს (მმ.სქესი) . პირველ იასო „ტ“ დაიწერა საწყის
პოზიციაზე და მან გადაიბა ასო „ალიფი“.
ასო „ალიფმა“ არ გადაიბა მომდევნო
ასო „ ლ“ , რადგან როგორც ვთქვით ეს ასო არ გადაიბამს მომდევნო ასოს.
·
ხმოვნები არაბულ ენაში
არაბულ
ენაში გვაქვს 3 ხმოვანი : ა , ი, უ. თითოეული მათგანი შეიძლება იყოს გრძელი
ხმოვანი ან მოკლე ხმოვანი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 3 გრძელი და 3 მოკლე ხმოვანი. რა თქმა უნდა
გახმოვანებული ტექსტის წაკითხვა ბევრად მარტივია.
მოკლე ხმოვნები :
ა - მას არაბულად ჰქვია „ფათჰა“ და იწერება
თანხმოვნის თავზე. რა თქმა უნდა იკითხბეა
თანხმოვნის წაკითხვის შემდეგ.
მაგალითად
: مَن - )მან )ნიშნავს > ვინ < . და როგორც ვხედავთ
ხმოვანი „ა“ დაიწერა თანხმოვნის ზემოთ და იკითხება ჯერ თანხმოვანი მერე ხმოვანი,
მერე თანხმოვანი მერე ხმოვანი და ა.შ
ი -
ხმოვანი იწერება თანხმოვნის დაბლა ( ქვეშ)
და ამ ხმოვანს არაბულად ეწოდება „ქესრა“ . იკითხება თანხმოვნის შემდეგ.
მაგალითად
:
უ-
ხმოვანი იწერება ასევე თანხმოვნის მაღლა და მას არაბულად ეწოდება „დამმა“ . იკითხება თანხმოვნის წაკითხვის შემდეგ.
გრძელი ხმოვნები :
თუ თანხმოვანს
აქვს ქესრა (ანუ „ ი “ხმოვანი ) და
მას მოსდევს ჲ „იოტი“ , მაშინ ხმოვანი გრძლედება და გვექნება გრძელი „ი“
მაგ : بِي - ბიი.(bī )
თუ
თანხმოვანს აქვს დამმა ( ანუ „უ“ ხმოვანი) და მას მოსდევს و „ვავ“ , მაშინ ხმოვანი გრძელდება და გვექნება
გრძელი „უ“
მაგ
: توُ - თუუ Tū
თუ თანხმოვანს აქვს ფათჰა ( ანუ „ა“ ხმოვანი) და
მას მოსდევს ا
„ალიფ“ , მაშინ ხმოვანი გრძელდება და გვექნება გრძელი „ა“.
მაგ
: بَاب - ბააბ .
Bāb
·
სუქუნი
თანხმოვნის უხმოვნობა აღინიშნება სპეციალური ნიშნით თანხმოვნის თავზე,
ანუ სუქუნი იწერება თანხმოვნის ზემოთ, რაც ნიშნავს რომ ამ კონკრეტულ თანხმოვანს არ
აქვს ხმოვანი .
მაგ : نَحْنُ როგორც ხედავთ პირველ თანხმოვან „ნ“-ს აქვს ხმოვანი „ა“ , ეს ხმოვანი კი წერია თანხმოვნის ზემოთ. პირველს ვკითხულობთ თანხმოვანს , შემდეგ
ხმოვანს. მეორე თანხმოვან „ჰ“(ემფატიკური ანუ მაგარი ჰ )-ს არ აქვს ხმოვანი , და
აწერია სუქუნი .ბოლო თანხმოვან „ნ“-ს ამ შემთხვევაში აქვს ხმოვანი „უ“ და წერია მის ზემოთ. ამიტომ წაიკითხება ასე
> ნაჰნუ . რადგან ასო „ჰ“- ს არ აქვს ხმოვანი და წერია სუქუნი , თითქოს
ერთგვარი შესვენება კეთდება მისი
წარმოთქმის დროს და გადავდივართ შემდეგი თანხმოვნისა და ხმოვნის კითხვაზე.
მაგ: هُمْ - როგორვ ხედავთ პირველ ასოს „ჰ“-ს აქვს თავისი ხმოვანი „უ“ , ხოლო
შემდეგ ასო „მ“-ს აწერია სუქუნი . ამიტომ წაიკითხება ასე > ჰუმ - ისინი.
No comments:
Post a Comment