Thursday, 27 April 2017

არაბული ენის გაკვეთილი - N 3



     v თენვინი არაბულ ენაში

         თენვინი გამოხატავს განუსაზღვრელ მდგომარეობაში მყოფი სახელების უმეტესობის - ამ მდგომარეობას. (ანუ განუსაზღვრელ მდგომარეობაში ყოფნას). თუ თენვინის წინ არის მოკლე „უ“, მაშინ ის აღინიშნება შემდეგნაირად :   ،,_  უნ.  ამ ნიშანს თენვინ-დამმა ჰქვია. მოკლე ა- ს და მოკლე ი- ს შემდეგ იქნება თენვინ- фათჰა და თენვინ ქესრა. თენვინის წინა ხმოვნები ბრუნვის ნიშნებია.
მაგ:  طالب ̓ ̒  – [ ლიბ-უნ ]    طالباً  [ ტ ლიბ-ან ]
طالبٍ [ ლიბ-ინ ]
სასაუბრო ენაში განუსაზღვრელ სახელებს ზოგჯერ არ აქვთ ბრუნვისა და მდგომარეობის ნიშანი.   طالب - ლიბ  (სტუდენტი).

    v  თეშდიდი

თეშდიდი იწერება თანხმოვნის ზემოთ და აღნიშნავს ამ თანხმოვნის გაორმაგებას (გემინაციას).
Фათჰა“ და „ დამმა“  დაიწერება თეშდიდის თავზე .
მაგ : مرَّ [ მარრა ]
ხოლო ქესრა თეშდიდის ქვეშ - معلِّم – [ მუ ალლიმ ]

     v  ვასლა

ვასლაც ნიშანია, რომელიც იწერება ალიфზე სიტყვის დასაწყისში >ٱ . ვასლა გულისხმობს რომ ალიфის ხმოვანი არ იკითხება.



    v  მედდა

მედდაც იწერება ალიфზე  ვასლისგან განსხვავებით სიტყვის ყველა პოზიციაში ( დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და აღნიშნავს ორ ერთმანეთის მომდევნო ალიфს .   მაგ : آ



      v  თამარბუტა

თამარბუტა ძირითადად გამოხატავს  სახელების მდედრობით სქესს .
მაგ:            معلم -  [ მუალლიმ ] > ეს არის მასწავლებელი მამრობით სქესში
معلمة [მუალლიმ-ათ] > მასწავლებელი ქალი .
თამარბუტა წარმოითქმის როგორც „ა“ თუ არ დავაბოლოვებთ თენვინ დამმათი.

      v  ჰამზა

ჰამზა არის ყრუ და ხშული ბგერა ( თანხმოვანი ) > ء . ჰამზა ტრანსკრიფციაში აღინიშნება  მძიმით (ʼ) . სიტყვის დასაწყისში ჰამზა ალიფთან იწერება .

მაგ : أو [აუ]  ;   أنا [ ანა ] .ასევე იწერება ალიфის ქვეშ > إن  [ინ]
ჰამზა მხოლოდ საწყის პოზიციაში არ იწერება. ჰამზა შეიძლება დაიწეროს სიტყვის შუაში , სადაც შეიძლება დაეყრდნოს არა მარტო ალიФ , არამედ  „و“-სა  და  „ي“- .


v სქესი არაბულ ენაში

არაბულ ენაში გვაქვს მდედრობითი და მამრობითი სქესი . მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი სუფიქსი არის თამარბუტა.

არაბულ ენაში გვაქვს „გამონაკლისი“ სიტყვები : სიტყვა იწერება მამრობითი სქესის ფორმით (თამარბუტის  გარეშე) და სინამდვილეში ის გამოხატავს მდედრობითი სქესის სიტყვას.
მაგ :  أٌم – [ უმ ]  დედა ;    بنت – [ბინთ] -გოგონა
როგორც ხედავთ ეს სიტყვები წარმოდგენილია მამრობითის ფორმით, თუმცა გამოხატავს მდედრობითი სქესის მნიშვნელობას.

ასევე ქვეყნების და უმეტესი ქალაქების  სახელები არის მდედრობითი სქესის .

სხეულის წყვილი ნაწილი არის ასევე მდედრობითი სქესის  > მაგ : أذن – [ უზნ ] - ყური

არსებობს ისეთი სახელები, რომლებიც არის ხან მდედრობითი ხან მამრობითი > მაგ:

ბაზარი  [ სუკ ] > سوق ; მიწა > [ არდ ] أرض და სხვა .

No comments:

Post a Comment